Accessibility links

site logo site logo

გახარია 20 ივნისზე: ხვალ რომ მოვიდე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს


საქართველოს ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ოპოზიციაში გადავიდა, ამბობს, რომ "ისევ დაიცავს სახელმწიფო ინსტიტუტებს". ასე უპასუხა მან 2019 წლის 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის შესახებ დასმულ კითხვას, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

"ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მით უფრო, თუ ის იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა, ეს ერთი. არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ ყოფილა... ყველაფერი, რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს, ჩემი პასუხისმგებლობაა... საგამოძიებო მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ, იქ ყველაფერზეა პასუხი. საჭირო იყო თუ არა ბრძანება, იყო თუ არა ეს დათვის ტყვია... სამართალდამცავებს ჰქონდათ ბრძანება, სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვათ შტურმისგან და შეჭრისგან... მე ხვალ რომ მოვიდე იგივე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს", - თქვა გახარიამ.

2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა მისი დაშლა წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაიწყეს. ხელისუფლებამ და მათ შორის გახარიამ ეს მაშინ პარლამენტში შეჭრის სურვილის აღკვეთით ახსნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG