Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-ი რუსეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს ადანაშაულებს JBS-ზე კიბერ-თავდასხმაში


აშშ-ის ხელისუფლებამ ბრაზილიის ხორც გადამამუშავებელი კომპანია JBS-ზე კიბერ-თავდასხმაში დაადანაშაულა ჰაკერები, რომლებიც, ფიქრობენ, დაკავშირებული არიან რუსეთთან და გამოაცხადა, რომ ამერიკელი გამომძიებლები გუდმოდგინედ მუშაობენ იმაზე, რომ ჯგუფი პასუხისგებაში მისცენ.

JBS-ზე თავდასხმაში ადანაშაულებენ REvil-ს და Sodinokibi-ს. ეს ჰაკერთა ერთი და იმავე ჯგუფის ორი დასახელებაა. ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებული, აცხადებენ ამერიკის მედიით კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტები.

ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დამნაშავეობრივ ჯგუფს, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთშია დაფუძნებული, ეკისრება პასუხისმგებლობა მსოფლიოს უდიდეს ხორც გადამამუშავებელ ფირმაზე თავდასხმისთვის.

2 ივნისს, პრესმდივანმა, ჯენ საკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე განიხილება საკითხი, თუ როგორი იყოს რეაქცია, და რომ არც ერთი ვარიანტი არ გამოირიცხება. მოელიან, რომ ეს კიბერ-თავდასხმა განიხილება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისას 16 ივნისს.

თავდასხმის მსხვერპლი ფირმის თანამშრომლები დაუბრუნდნენ სამუშაოს. არაა ცნობილი გადაიხადა თუ არა კომპანიამ გამოსასყიდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG