Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს 


მაშველებმა აბასთუმანში დაკარგული 7 ახალგაზრდა იპოვეს.

„ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

მაშველების თქმით, ზეკარის უღელტეხილიდან საირმისკენ მიმავალ ახალგაზრდებს გზა აებნათ. მათივე თქმით, ამ ტერიტორიაზე წვიმისა და ცუდი ამინდის დროს იცის ძლიერი ნისლი, რის გამოც პროფესიონალებსაც შეიძლება აერიოთ გზა. საბოლოოდ, ახალგაზრდებს აბასთუმნიდან 25 კმ-ის დაშორებით, ბაღდათის მხარეს, წაბლანას ტყის ტეროტორიაზე მიაგნეს.

სამძებრო ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG