Accessibility links

site logo site logo

სიკვდილი ვენეციაში


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ორი გენიოსის შემოქმედებით კონტრაპუნქტზე, თომას მანისა და ლუკინო ვისკონტის შედევრებზე, რომელთაც ერთი სათაური, „სიკვდილი ვენეციაში“, აერთიანებს. თომას მანის გენიალური ნოველა მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწერა, ვისკონტის ფილმი კი სამოცი წლის შემდეგ, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში შეიქმნა. დროითი მანძილი დიდია, მაგრამ კიდევ უფრო დიდია ემოციური მანძილი ამ ორ შედევრს შორის. შეიძლება ითქვას, ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთს არ უპირისპირდება, პირიქით, ერთმანეთს ავსებს სწორედ იმით, რომ მათ შორის განსხვავება უფრო არსებითია, ვიდრე მსგავსება. ვთქვათ პირდაპირ, ეს არ არის ეკრანიზაცია, ესაა თავისუფალი ვარიაცია თემაზე, რაღაც ისეთი, რასაც მუსიკაში აკეთებდა ფერენც ლისტი. უპირველეს ყოვლისა, თოას მანის გმირი მწერალია, ხოლო ლუკინო ვისკონტისა – კომპოზიტორი. მწერლის გმირი ანტიკური მასალის სიუხვით ახვევს თავბრუს მკითხველს, ხოლო კომპოზიტორი – მალერის მეხუთე და მესამე სიმფონიით ატყვევებს მაყურებელს…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG