Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაიამ დასავლეთს მოუწოდა, სანქციები გაუმკაცროს ლუკაშენკას რეჟიმს


სვიატლანა ციხანოუსკაია რადიო თავისუფლების სათაო ოფისში. პრაღა, 8 ივნისი.
სვიატლანა ციხანოუსკაია რადიო თავისუფლების სათაო ოფისში. პრაღა, 8 ივნისი.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ დასავლეთს მოუწოდა, გაამკაცროს ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავრობისთვის დაწესებული სანქციები. მისი თქმით, ესაა ერთადერთი გზა ავტორიტარი მმართველის რეჟიმისთვის ტკივილის მისაყენებლად.

„ყველას გვესმის, რომ შეგვიძლია ეკონომიკურად შევბოჭოთ რეჟიმი ისე, რომ ვეღარ დააფინანსოს პოლიცია და არმია,“ განაცხადა ციხანოუსკაიამ 8 ივნისს პრაღაში, რადიო თავისუფლების შტაბბინაში სტუმრობისას.

საკუთარი თავისა და თავისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის მან დატოვა ბელარუსი და ლიეტუვაში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, 9 აგვისტოს, ბელარუსში გაიმართა სადავო საპრეზიდენტო არჩევნები. ციხანოუსკაიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურ გამარჯვებულად 66 წლის ლუკაშენკა გამოცხადდა, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ლუკაშენკა 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები მას არ მიიჩნევენ კანონიერ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG