Accessibility links

site logo site logo

მამაკაცი, რომელმაც მაკრონს სილა გააწნა, ოთხ თვეს გაატარებს ციხეში


საფრანგეთის მოქალაქე დამიან ტარელს, რომელმაც 8 ივნისს სილა გააწნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, 18 თვით პატიმრობა მიესაჯა. ციხეში ის 4 თვეს გაატარებს, დანარჩენი 14 თვით კი მას პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

მუხლი, რომლითაც გაასამართლეს ტარელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას ითვალისწინებდა.

სილის გაწვნის ინციდენტი მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, სადაც მაკრონი თავის მომხრეებთან საურთიერთოდ გავიდა ხალხში. ამ დროს მას სილა გააწნა ხალხში მყოფმა 28 წლის ტარელმა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მან დაიყვირა: „ძირს მაკრონიზმი“. ასევე გაიძახდა მონარქიის დროინდელ საფრანგეთის არმიის ლოზუნგს.

სასამართლოზე მას არ მოუნანიებია თავისი საქციელი და განაცხადა, რომ მაკრონი, მისი აზრით, „ქვეყნის დაცემის“ განსახიერებაა. მან ასევე სიმპათიები გამოხატა მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიმართ.

თავად მაკრონს დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია ინციდენტისთვის, მან თქვა, რომ განაგრძობს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. მრავალმა პოლიტიკოსმა, მათ შორის მაკრონის ოპონენტებმა, დაგმო თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG