Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო  


დეკანოზი გიორგი მამალაძე
დეკანოზი გიორგი მამალაძე

„ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო. „ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!" - წერს „ფეისბუკზე" მსჯავრდებულის ძმა თორნიკე მამალაძე.

იურისტი დავით ჯანდიერი, რომელმაც მოამზადა ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი, აღნიშნავს, რომ სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული.

„ჩემს მიერ მომზადებული კიდევ ერთი საჩივრის კომუნიკაცია დაიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ყველასთვის ცნობილ და გახმაურებულ გიორგი მამალაძის საქმეზე. საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული", - განმარტავს ჯანდიერი.

ჯანდიერის ცნობით, მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევებს.

მომჩივნის ოჯახის თხოვნით, 17 ივნისს დავით ჯანდიერი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში შეხვდება გიორგი მამალაძეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG