Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის თეატრი მოსკოვში გამოვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე


თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი მოსკოვში გამოვა ა. პ. ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.

დასი წარმოადგენს სემუელ ბეკეტის პიესას „თამაშის დასასრული“, რომლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი რობერტს სტურუა. ფესტივალის ვებსაიტზე გამოქვეყნებული აფიშის მიხედვით, სპექტაკლები 30 ივნისს, ასევე 1 და 2 ივლისს გაიმართება მოსსოვეტის სახელობის თეატრის სცენაზე.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი, ერთ-ერთი უკანასკნელი სპექტაკლი. პიესა არაჩვეულებრივია, ავტორი არაჩვეულებრივია და, ვფიქრობ, მსახიობებიც არ თამაშობენ ცუდად,“ თქვა სტურუამ რუსეთის ფედერალური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG