Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეინ ოსტინის "მენსფილდ-პარკი"


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ტრადიციული რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) წარმოგიდგენთ ინგლისური ლიტერატურის დედოფლის, ბრწყინვალე ჯეინ ოსტინის 1814 წელს გამოცემულ მესამე წიგნ „მენსფილდ-პარკს“, რომელსაც ხანდახან „კონკიას“ ზღაპრის მეტად თავისებურ ინტერპრეტაციად განიხილავენ. რომანის მთავარი გმირი ფანი პრაისი, მართალია, არა დედინაცვლის, არამედ დეიდებისა და დეიდაშვილების ცივ გარემოცვაში აღმოჩნდება, მაგრამ მაინც გაიკვლევს თავის სასიყვარულო გზას კიდევ ერთი დეიდაშვილის, ედმუნდ ბერტრამის გულისაკენ, მეზალიანსი და ჰეფი ენდი. ფანი პრაისი საკმაოდ უჩვეულო პერსონაჟია, მისი ზედმეტად დახვეწილი და წესიერი საქციელის გამო ლიტერატურულ კრიტიკაში მას „მორალური დისიდენტიც“ კი უწოდეს. რომანი მომხიბვლელია, უპირველეს ყოვლისა, სიუჟეტის აგების რკინისებური ლოგიკით, სადაც პატარა შემთხვევას დიდი შედეგის გამოწვევა შეუძლია. ყველაფერი კი ფანის საყვარელი ბებერი ცხენის სიკვდილით იწყება...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG