Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა 2030 წლისთვის თერთმეტი დაპირება გასცა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა სამთავრობო გეგმაზეც, რომელიც ქვეყნის განვითარების მომდევნო 10 წელზე იქნება გათვლილი და რომელზეც მთავრობა ახლა მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა სექტორზე საუბრისას მონიშნა ის მიზნები, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს მომდევნო 10 წელიწადში. საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს 2030 წლისთვის შემდეგ დაპირებებს აძლევს.

  • ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს.
  • 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე;
  • 2030 წლისთვის წთელი ხიდი - სარფის მაგისტრალზე მგზავრობის დრო განახევრდება და 8 საათის ნაცვლად, 4 საათი გახდება;
  • 2030 წლისთვის გაორმაგდება ღორის, ფრინველისა და საქონლის ხორცის წარმოება, ხოლო რძით უზრუნველყოფა, 108%-ს მიაღწევს. მილიარდამდე გაიზრდება ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები;
  • 2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამდეროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება“;
  • წიაღის რეფორმის ეფექტური განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 ადამიანი.
  • გაიზრდება საქართველოში ინვესტორთა რაოდენობა;
  • სააგენტო “აწარმოე საქართველოში” 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპეროტის განხორციელებაში.
  • მცირე და საშუალო საწარმოები დამატებით 100 000 მოქალაქეს დაასაქმებენ და 50%-ით გაზრდიან პროდუქტიულობას.
  • ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდება და 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
  • 2030 წლისთვის არაქართულენოვანი სკოლების კურსადმთავრებულთა მოსწავლეების 95%-ს ეცოდინება სახელმწიფო ენა.

ჩამოთვლილი დაპირებების შესრულების დეტალური გეგმა პრემიერს პარლამენტში არ წარმოუდგენია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა შემოდგომაზე იქნება მზად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG