Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს


საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს. სოფლის სიახლოვეს ისინი საქონელს აძოვებდნენ, რა დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მწყემსებს ძროხის გადასაყვანად დაუძახეს. ორი მწყემსი მათ მიუახლოვდა, ერთი კი ადგილზე დარჩა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რუსებმა მწყემსები მოატყუეს და მათ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. თვითმხილველებმა პოლიციას შეატყობინეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, მწყემსები საოკუპაციო ხაზთან, დაახლოებით 1 საათის წინ შეაჩერეს და ისინი ქართული მხარეს უკვე გადმოსცეს.

გათავისუფლებულები ამჟამად გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG