Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ორ იეჰოვას მოწმეს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა


რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში ორ იეჰოვას მოწმეს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა. ეს რელიგიური ჯგუფი 2017 წლიდან არის რუსეთში აკრძალული.

იეჰოვას მოწმეთა ვებსაიტის თანახმად, 30 ივნისს 30 წლის იგორ გოლიკს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა, 43 წლის ალექსეი ბერჩუკს კი - რვა წლით.

მათ ბრალად ედებათ „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება“. ორივე უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ არაფერი ცუდი არ ჩაუდენია.

აშშ-მა დაგმო რუსეთში იეჰოვას მოწმეთა და სხვა რელიგიური უმცირესობების მიმდინარე დევნა რუსეთში, სადაც დომინანტური მართლმადიდებელი ეკლესია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობს.

იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ჯგუფი ცნობილია კარიდან კარზე სიარულით და ქადაგებით, ბიბლიის დეტალური შესწავლით, სამხედრო სამსახურზე უარით. ასევე ისინი უარს ამბობენ ეროვნული და რელიგიური დღესასწაულებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG