Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ხელმოწერილი კანონით აიკრძალა „საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლის“ უარყოფა ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საბჭოთა კავშირის „გადამწყვეტი როლის“ უარყოფას „ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში“.

საუბარია იმ ფედერალურ კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც 1941-45 წლების "დიდ სამამაულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავყოფის“ მიზნით შეიქმნა.

კერძოდ, კანონს დაემატა ერთ მუხლი, რომლითაც არა მხოლოდ „ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში“ საბჭოთა კავშირის „გადამწყვეტი როლის“ უარყოფა იკრძალება, არამედ ასევე კანონგარეშე ცხადდება მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის “მოქმედებების და გადაწყვეტილებების“ ნაცისტური გერმანიის და მისი მოკავშირე ქვეყნების ხელმძღვანელობის „მოქმედებებთან და გადაწყვეტილებებთან“ გაიგივება.

მანამდე, პუტინმა ისტორიის გადაწერის მცდელობა უწოდა გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ნაცისტურ გერმანიას, ისე საბჭოთა კავშირს, როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის ხელმომწერ ქვეყნებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, “თანამედროვე კოლაბორაციონისტები“ უწოდა იმ ხალხს, რომლებიც, პუტინის სიტყვებით, “ეთანხმებიან ისტორიის გადაწერის ინიციატორებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG