Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა სირაძე: ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება


ვაჟა სირაძე
ვაჟა სირაძე

თბილისში, ვახუშტის ხიდთან მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე. სწორედ, ამ ადგილზე არიან შეკრებილები „პრაიდ კვირეულის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი აპროტესტებენ ღამის კლუბ „ხიდში" დაგეგმილ კინოჩვენებას. იქვე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

როგორც ვაჟა სირაძემ თქვა, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს", - თქვა ვაჟა სირაძემ. ის პროტესტის მშვიდ ვითარებაში გამოხატვის მოწოდებით გამოდის.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველებზე შეტევის თუ თავდასხმის იქნება დასჯილი. მოვუწოდებ ყველას, რომ თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის შესაბამისად", - თქვა სირაძემ.

ვახუშტის ხიდთან ორჯერ დაიძაბა ვითარება. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები შეეცადნენ შენობაში შესვლას, სადაც 19:00 საათზე კინოჩვენება უნდა დაიწყოს.

გარდა ამისა, მათ „თბილის პრაიდის" წარმომადგენლებს ბოთლები, კვერცხები და, სავარაუდოდ, ქვები დაუშინეს.

მათ ჰქონდათ საავტომობილო გზის გადაკეტვის მცდელობაც, მაგრამ პოლიციის წინიააღმდეგობის გამო ვერ მოახერხე.

როგორც „პრაიდის კვირეულის" ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელ კინოჩვენებას საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატების ნაწილიც დაესწრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG