Accessibility links

site logo site logo

ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კვერცხი მოარტყეს 


ვახუშტის ხიდთან შეკრებილმა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა, რომლებიც ცდილობდნენ „პრაიდ კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლას, ღონისძიების მონაწილეთა მისამართით ისროლეს კვერცხები, ბოთლები და, სავარაუდოდ, ქვები. „თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, კვერცხი მოხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს.

ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს ჰქონდათ საავტომობილო გზის გადაკეტვის მცდელობაც, მაგრამ პოლიციის წინიააღმდეგობის გამო ვერ მოახერხეს.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 მოქალაქე.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნა. ის მოაიცავს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და ქვიარ მუსიკალურ ფესტივალს. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

პრაიდის ორგანიზატორების პარალელურად მობილიზებულნი არიან საქართველოში არსებული პრორუსი, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები - ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ პრაიდის ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG