Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რიონის ხეობის მცველები": "პრაიდის კვირეული" მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ


საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს "პრაიდის კვირეულს" და მას ემიჯნება. მათივე თქმით, კვირეულის გამართვის იდეა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

"პირველად, თითქმის 250-დღიანი პრეტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ "პრაიდი" დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე", - ნათქვამია განცხადებაში.

"რიონის ხეობის მცველები", ჰომოფობიური შინაარსის განცხადების თანახმად, მიიჩნევენ, რომ კვირეულის გამართვა ხელს არ უწყობს ლგბტქ+ თემის "ადაპტაციას" და პირიქით, უფრო "აზიანებს":

"პრაიდი" და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე... ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ".

ლგბტქ თემი იმ ჯგუფებს შორის იყო, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს "რიონის ხეობის მცველებს" და ეწინააღმდეგებოდა ნამახვანჰესის მშენებლობას. ამ აქციაზე იყვნენ მისული ჰომოფობიური ჯგუფებიც და თავს დაესხნენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლგბტქ სამკლავურის გამო.

ეს დაპირისპირება "რიონის ხეობის მცველების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მაშინ "სიმბოლოებს" დაუკავშირა.

"პრაიდის კვირეული" გუშინ დაიწყო და ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებმაც მანამდე "რიონის ხეობის მცველების" აქციაზე ლგბტ სამკლავურის გამო აქციის მონაწილეს შეურაცხყოფა მიაყენეს, მისი ჩაშლა სცადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG