Accessibility links

site logo site logo

სიძულვილის ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისთან გადაინაცვლეს


სიძულვილის ჯგუფებმა, რომლებიც ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და პარლამენტის შენობის წინ კარვები აშალეს, ახლა "სირცხვილიას" ოფისთან გადაინაცვლეს. ოფისთან რამდენიმე ასეული ადამიანია მისული.

სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ისმის შეძახილები, შეურაცხმყოფელი სიტყვები და გინება.

იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი ჯგუფები აგრესიით გამოირჩევიან, ადგილზე სულ რამდენიმე პოლიციელია მისული.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG