Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოსტოევსკაიას მოგონებანი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს გენიალური დოსტოევსკის მეორე მეუღლის, ანა გრიგორიევნა სნიტკინა-დოსტოევსკაიას, მოგონებებზე, რომლის მშვენიერი თარგმანიც 2017 წელს მოგვაწოდა გამომცემლობა „არეტემ“. რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა დიდი მწერალი, როდესაც, საეჭვო ხელშეკრულების მიხედვით, ერთ თვეში შვიდთაბახიანი რომანი უნდა დაეწერა, როგორ იპოვა სტენოგრაფისტი ქალი, როგორ შეხმატკბილდნენ შრომაში 45 წლის მწერალი და 20 წლის სტენოგრაფისტკა, როგორ დასრულდა ერთთვიანი თანამშრომლობა თოთხმეტწლიანი ბედნიერი ქორწინებით, როგორ გაექცა აბეზარ ნათესავებს ახალშექმნილი ოჯახი უცხოეთში, როგორ გაიხარეს პატარა სონიას დაბადებით მშობლებმა და როგორ ჩააქრო ეს სიხარული გოგონას სიკვდილმა, როგორ მიეძალა ე.წ. რუსულ რულეტკას გენიალური მწერალი, როგორ უმკურნალა მის ამ ავადმყოფობას ახალგაზრდა მეუღლემ, როგორ დაბრუნდა ცოლ-ქმარი სამშობლოში, როგორ დაიწერა დოსტოევსკის გენიალური ხუთწიგნეული, როგორ გარდაიცვალა კიდევ ერთი ბავშვი, მამის ფავორიტი ალიოშა, როგორ იცავდა ქმრის ღირსებას მისი ქვრივი, რაზე ისაუბრეს დოსტოევსკის წასვლის შემდეგ ანა დოსტოევსკაიამ და გენიალურმა ლევ ტოლსტოიმ, – გადაცემაში ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი .

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG