Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში მავთულხლართების გაბმა გააგრძელეს


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს. მანამდე ჩასმულ ძელებზე მათ მავთულხლართები გააბეს. ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იუწყება და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც ავრცელებს. მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას, განცხადებით, მავთულხლართები, დაახლოებით, 50 მეტრზეა გაბმული, თუმცა იქვეა დატოვებული დახვეული მავთულები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოებს გააგრძელებენ. ქაცარავა ამ ფაქტზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას ითხოვს. საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში წელს მაისის თვეში გამოჩნდნენ და ძელების ჩასმა ატოციდან ოქონის მიმართულებით გააგრძელეს. მისი სიგრძე, ჯამში, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრია. ღობეების პერიმეტრზე გავლებულია, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. ატოცელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები სოფელთან ახლოს წელიწადში რამდენჯერმე ჩნდებიან და მუშაობას აგრძელებენ. ადგილობრივები მავთულხლართების სიახლოვეს არსებულ ნაკვეთებში ვეღარ მიდიან, რადგან რუსეთის მესაზღვრეები იქ მუდმივად პატრულირებენ და მათი დაკავების საფრთხე დიდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG