Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე ცისარტყელას ფერებში დროშა გაშალეს და ჰიმნი იმღერეს


თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციაზე თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ცისარყელას ფერებში დროშა გაშალეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ლევან ბერიანიძემ, თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელმა თქვა, რომ მართალია ღირსების მარში 5 ივლისს ვერ გაიმართა თბილისში, მაგრამ დღეს სოლიდარობის აქციამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ემხრობა ძალადობას.

თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქეები მდუმარე აქციას მართავენ, რომელშიც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის "თბილისი პრაიდის" წევრები მონაწილეობენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 5 ივლისს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" სიძულვილის ჯგუფების კონტრაქციის გამო გაუქმდა და ძალადობრივი ფაქტების შედეგად 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა, აღმართულია რკინის ჯებირები და პოლიციის ცოცხალი კორდონი, რომელიც მდუმარე აქციას და "სიძულვილის ჯგუფების" წევრებს ერთმანეთისგან ყოფს. რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა აქციაზე ჯებირების გარღვევის მცდელობას. ამ დროისათვის ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთთან არიან განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG