Accessibility links

site logo site logo

ჯეიმს აპატურაი: "ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის"


„კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს...“ - განაცხადა აპატურაიმ.

ნატო გამოეხმაურა მიმდინარე კვირაში საქართველოში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მკაცრად დაგმო LGBTQI თემისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა კომენტარი სთხოვა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაის.

„კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას. მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, - განაცხადა აპატურაიმ.

5 ივლისს, მაშინ, როცა ღირსების მარშის გამართვა იყო გამოცხადებული, სიძულვილის ჯგუფებმა თბილისის ქუჩებში დაიწყეს შეკრება. ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ, მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ტექნიკას უზიანებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, სულ დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტია, მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG