Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გადადგეს მკვლელი მთავრობა" - პარლამენტთან ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია დაიწყო


პარლამენტის შენობასთან ახლა ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი და აქციას მართავენ. შეკრებილი მოქალაქეები 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, როცა 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ წარწერები: "გადადგეს მოძალადე მთავრობა"; "მოძალადე მთავრობა"; "არ შეგარჩენთ"; "გადადგეს მკვლელი მთავრობა".

აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას.

ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG