საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობს მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრის გადადგომა და 5- 6 ივლისს მომხდარი ძალადობის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯა.
ადგილზე იმყოფებიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.