Accessibility links

site logo site logo

"უკრაინიდან შემოპარვის საქმის" პატიმრები პრეზიდენტმა შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სამი პირი, რომელსაც საქართველო ტეიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.

"საქართველოს პრეზიდენტმა უკრანელი მეზღვაურები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა. ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვზიტისას შედგა".

დაკავებულებიდან ორი უკრაინელი მეზღვაური იყო, ერთი კი საქართველოს მოქალაქე - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილ წევრი. ადვოკატის თქმით, სამივე მათგანმა საპატიმრო დღეს დილით დატოვა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პატიმრობის მისჯის დროს აღნიშნა, რომ ვერც გამოძიებამ დაადგინა და არც სასამართლოზე გახდა ცნობილი ბრალდებულთა მიზანი, თუ რატომ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გასული წლის ნოემბერში მცურავი ხომალდით.

უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო და საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინი 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს. მათ პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG