Accessibility links

site logo site logo

„ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენამდე ვოლსკიმ ჟურნალისტს ლექსო ლაშქარავას ფოტო გამოსტაცა


მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რომელიც ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდა, ჟურნალისტს ხელიდან გამოსტაცა ლექსო ლაშქარავას ფოტო. მასზე ლექსო ლაშქარავა იყო აღბეჭდილი 5 ივლისს მიღებული დაზიანებებით.

ჟურნალისტების ერთი ნაწილი მთავრობის და პრემიერის გადადგომას 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო ითხოვს. ამ დღეს სიძულვილის ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. პოლიციამ ვერ შეძლო მათი დაცვა. ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში კი „TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. სწორედ ამის გამო, 11 ივლისიდან ჟურნალისტებმა დაიწყეს აქციებისა და პერფორმანსების გამართვა პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG