Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა ჩეხეთში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად


ჩეხეთის დასავლეთში 4 აგვისტოს ერთმანეთს შეეჯახა ორი მატარებელი, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა.

ჩეხური მედიის ცნობით, დილის 8 საათზე, დასახლებულ პუნქტ მილავჩეს მახლობლად ერთმანეთს შეეჯახა სწრაფი ექსპრესმატარებელი და სამგზავრო მატარებელი. ავარიის შედეგად დაიღუპა სამგზავრო მატარებლის ორი მემანქანე და ერთი მგზავრი.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ავარია ერთ-ერთი მატარებლის მემანქანის მიერ შუქნიშნის წითელ შუქზე გავლამ გამოიწვია.

პლზენის რაიონის სამშველო სამსახურის ცნობით, 31 დაშავებულიდან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ჩეხეთში შარშან ივლისშიც მოხდა მატარებლების ავარია.
ცენტრალურ ბოჰემიის ქალაქ ჩესკი ბროდის მახლობლად ერთმანეთს შეეჯახა სამგზავრო და სატვირთო მატარებლები.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG