Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძის საარჩევნო შტაბს დეპუტატი გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს


გიორგი ამილახვარი, კახა კალაძე.

საარჩევნო შტაბი გახსნა და ხელმძღვანელად დეპუტატი გიორგი ამილახვარ წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, გიორგი ამილახვარს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მენეჯერია.

„წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები. რაც მთავარია, მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს - ქალაქს, რომელიც თავად ირჩევდა და ირჩევს წესებს; სადაც ქალაქელობა ნიშნავს - გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე; სადაც კარგად იციან გულწრფელობის და ერთგულების ფასი. მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან: მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი!“ - თქვა კალაძემ.

საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის, მთავრობის და საკრებულოს წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG