Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი აანონსებს მერების ხელფასების გაორმაგებას და საჯარო მოხელეების ანაზღაურების ზრდას


საქართველოში საჯარო მოხელეებსა და ქალაქის მერებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ, აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს. პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მართლაც, მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს - უზარმაზარი ქალაქია“, - თქვა ღარიბაშვილმა 9 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, მერის ხელფასი - რომელიც შეადგენს 1800-2000 ლარს - შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. ღარიბაშვილის მტკიცებით, წლებია, საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, რამდენიმე სამინისტროს გარდა. ღარიბაშვილი საჯარო სექტორში ხელფასების ეტაპობრივ ზრდას 2022 წლის იანვრიდან აანონსებს.

„ეს არის აუცილებელი, ვინაიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG