Accessibility links

site logo site logo

ეკატერინე ტიკარაძე: საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია


​საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში დასაწვენი ადგილების ნაკლებობაა. ამის შესახებ მინისტრმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"არის სერიოზული დეფიციტი საწოლფონდის. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალური მობილიზაცია იყოს საწოლფონდის... დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ექიმის ყურადღების გარეშე", - თქვა ტიკარაძემ.

მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრებიდან საშუალოდ 10 დღიდან ორ კვირამდეა საჭირო იმისთვის, რომ შეზღუდვამ გავლენა იქონიოს ეპიდსიტუაციაზე. ხვალიდან, 10 აგვისტოდან ქუჩებში 5 კაცის შეკრების შემთხვევაში სავალდებულო ხდება, ყველა მათგანს პირბადე ეკეთოს.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს სამედიცინო სფეროში, ინფიცირებული მოქალაქეების დასაწვენად მაქსიმუმ 8000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG