Accessibility links

site logo site logo

ბელარუსმა აშშ-ს მოსთხოვა, ხუთამდე შეამციროს მინსკში თავისი საელჩოს თანამშრომლების რიცხვი


აშშ-ის საელჩო მინსკში. 2019 წ. ფოტო.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების უკანასკნელი რაუნდის საპასუხოდ ვაშინგტონისგან მოითხოვა, 1 სექტემბრიდან ხუთამდე შეამციროს მინსკში თავისი საელჩოს თანამშრომლების რიცხვი.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანატოლ ჰლაზმა სამინისტროს ვებსაიტზე 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ მინსკმა ასევე უკან წაიღო ადრე მიცემული თანხმობა ბელარუსში აშშ-ის ელჩად ჯული ფიშერის დანიშვნის თაობაზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსმა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიმართ ნდობა დაკარგა, სანამ ეს ნდობა აღდგება, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ყველა ახალ პროექტზე, გრანტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა უწევს კოორდინაციას“, თქვა ჰლაზმა და დასძინა, რომ მინსკი იტოვებს უფლებას, დამატებითი ზომები შემოიღოს მომავალში.

ჰლაზის ინტერვიუ გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის მიმართ ახალი სავაჭრო და ფინანსური სანქციების შესახებ გამოაცხადეს 9 აგვისტოს, ერთი წლის თავზე ბელარუსის უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელშიც ოფიციალურ გამარჯვებულად მეექვსედ გამოცხადდა ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან უდგას სათავეში ბელარუსს. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, არჩევნებს ქვეყანაში ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

საპროტესტო გამოსვლების დროს 32 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, პოლიციამ ათასობით ადამიანს სცემა ქუჩებსა და დაკავების ადგილებში, ხშირ შემთხვევებში იტყობინებიან წამების შესახებ. ოპოზიციის ლიდერები პატიმრობაში ან დევნილობაში იმყოფებიან.

ამის საპასუხოდ აშშ-მა, ევროკავშირმა, კანადამ, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა ლუკაშენკასა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას მიმართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG