Accessibility links

site logo site logo

რუსეთში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, რომელშიც 16 ადამიანი იმყოფებოდა


კამჩატკაზე, კურილის ტბასთან ჩამოვარდა ვერტმფრენი მი-8, რომელშიც იმყოფებოდა ეკიპაჟის 3 წევრი და 13 მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გადარჩა 8 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენების დაღუპვას ოფიციალური სტრუქტურები ჯერჯერობით არ ადასტურებენ. თუმცა, სააგენტო „ინტერფაქსს“ კამჩატკის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, რომ 8 ადამიანი დაღუპულია და მათი ცხედრები კურილის ტბის ფსკერზეა.

სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ვერტმფრენი 135 მეტრის სიღრმეზეა, ადგილზე მისულ მყვინთავებს კი, ამ სიღრმეზე ჩასასვლელად საჭირო მოწყობილობები არ გააჩნიათ.

ვერტმფრენი ეკუთვნოდა კომპანია „ვიტიაზ-აეროს“. რუსული სააგენტოების ცნობით, ვერტმფრენს მოსკოველი და სანკტ-პეტერბურგელი ტურისტები გადაჰყავდა კამჩატკის ერთ-ერთი ვულკანის დასათვალიერებლად. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG