Accessibility links

site logo site logo

მთავრობა 3 კვირით შეზღუდვებს აწესებს


კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში მთავრობა ახალ შეზღუდვებს აწესებს. შეზღუდვები სამი კვირით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მოქმედებს წესები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • ბავშვთა გასართობი ცენტრები;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.

დღესვე, ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საზოგადოებას მოუწოდა, ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშეც მივიდნენ ამცრელ პუნქტებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG