Accessibility links

site logo site logo

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის ევაკუაციას ცდილობს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი რამდენიმე საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებლად.

სამინისტროს ცნობით, ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი საქართველოს მოქალაქეები უწყებას დახმარების თხოვნით 15 აგვისტოს დაუკავშირდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, მათი ავღანეთიდან გამოყვანის პროცესში ჩაერთვნენ.

„ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG