Accessibility links

site logo site logo

რუსეთის მედიის ზედამხედველობის სამსახურმა კვლავ დააჯარიმა რადიო თავისუფლება


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ოფისი მოსკოვში, 2021 წლის 27 იანვარი

რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურ-მა, როსკომნადზორმა, ქალაქ მოსკოვის ტვერის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა 130 ჯარიმის შემცველი, ახალი ოქმები, შემდგენილი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსეთში წარმომადგენელი ფირმის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების და მისი გენერალური დირექტორის მიერ ჟურნალისტური პუბლიკაციების მარკირების წესის დარღვევის შესახებ.

რუსეთის ხელისუფლება აჯარიმებს რადიო თავისუფლებას და მის ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას"-ს, ასევე რთე/რთ-ის სხვა რუსულენოვან პროექტებს კანონმდებლობის ცალკეული - ე.წ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების - "უცხოეთის აგენტების" შესახებ - დადგენილებების შეუსრულებლობის გამო.

2021 წლის იანვარ-ივლისში როსკომნადზორმა შეადგინა და სასამართლოებში გააგზავნა 650 პროტოკოლი; ჯარიმების საერთო თანხა უკვე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგ, თითქმის 250 მილიონ რუბლს (3,3 მილიონ დოლარს) შეადგენს.

ივნისის თვეში „როსკომნადზორმა“ აცნობა რადიო თავისუფლებას, რომ ის ამზადებს 130 ოქმს და რომ ჯარიმების საერთო რაოდენობა 71,5 მილიონ რუბლს, ანუ 964 ათას დოლარს უდრის.


როგორც უკვე არაერთხელ განაცხადეს მედიაკორპორაციის ხელმძღვანელებმა, რადიო თავისუფლებისა და რთე/რთ-ის სხვა რუსულენოვანი პროექტების წინააღმდეგ მიმართული შემზღუდველი ზომები, ისევე როგორც რთე/რთ-ზე დაკისრებული უზარმაზარი ჯარიმები, წარმოადგენს ცენზურას და მათი მიზანია დამოუკიდებელი მედიის გაძევება რუსეთის საზოგადოებრივი სივრციდან.

რთე/რთ გაასაჩივრებს მის წინააღმდეგ მიღებულ ყველა სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა საჩივრებს, როგორ წესი, ტვერის სარაიონო და მოსკოვის საქალაქო სასამართლოები არ აკმაყოფილებებენ და გადაწყვეტილებებს უცვლელს ტოვებენ.

ამ წლის მაისში რთე/რთ-ის წარმომადგენლებმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ECHR-ს. ივნისში ეს სარჩელი ECHR-მ მიიღო განსახილველად.

სასამართლო აღმასრულებლების სამსახურმა აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე ათეული სასამართლო დასკვნის შესახებ, რთე/რთ-ის საბანკო ანგარიშები დაიბლოკა.

რთე/რთ-ის პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, დაადასტურა მედია-ორგანიზაციის გადაწყვეტილება, ყველაფრის მიუხედავად, მუშაობის გაგრძელების შესახებ რუსეთში: "რთე/რთ თავის აუდიტორიას პატიოსნად აწვდის ახალ ამბებს და დაბალანსებულ ინფორმაციას იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეები, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, "არ მიეჩვიონ ტყუილს და არ იცხოვრონ სიცრუეში".

რთე/რთ-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია მისი განაწესით, რომელიც კრძალავს ნებისმიერ პოლიტიკურ ჩარევას ჟურნალისტების საქმიანობაში, რომლებიც "არ არიან არც ერთი მთავრობის აგენტები".

რთე/რთ აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება.

უკანასკნელ თვეებში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა „უცხოეთის აგენტების“ სიები, რომლებშიც შეტანილია არასამთავრობო ორგანიზაციები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, ფიზიკური პირები ( მათ შორის რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ხუთი თანაშრომელი).

"უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებულიზოგიერთი რედაქცია იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი საქმიანობა, ზოგიერთმა კი ახალი სტატუსის გამო შექმნილი სერიოზული ეკონომიკური სიძნელეების შესახებ განაცხადა.

ივნისში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ჟენევაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, წამოჭრა საკითხი რთე/რთ-ის მუშაობის შესახებ რუსეთში.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რადიო თავისუფლება და სხვა მის-ები "უცხოეთის აგენტების" სიაში შეტანილი იქნა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-ში უცხოეთის აგენტად იქნა გამოცხადებული რუსეთის ტელეარხი RT.

პუტინმა განაცხადა, რომ რადიო თავისუფლების რუსეთში მუშაობის გარშემო ვითარების "დალაგება მოხერხდება" "საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით", თუმცა, არ დაუზუსტებია, ამით კონკრეტულად რა იგულისხმებოდა.

ყოველ კვირას რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ახალი ამბების პორტალს მოიხმარს რუსეთში შვიდი მილიონი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG