Accessibility links

site logo site logo

ჯანდაცვის მინისტრი: გვაქვს ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაც, მაგრამ ეს არის 0,001%


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 23 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ საქართველოშიც დაფიქსირდა ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა შენიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები არის უიშვიათესი:

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოშიც ხდება ასეთი შემთხვევები, თუმცა ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ეს არის 0,001 პროცენტი. ძირითადად ვაქცინა გვიცავს ლეტალური შედეგისგან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი განვითარდა სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რაც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებიდან და ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი კახეთში იმყოფება, სადაც ის შეხვედრებს მართავს ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებთან, პედაგოგებსა და ბიზნესმენებთან ვაქცინაციის საკითხზე.

მისივე განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო პასუხი, დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში.

„სკოლების გახსნის მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. სულ მცირე, 80% უნდა იყოს აცრილი, რომ ჩავთვალოთ, რომ სკოლა არის უსაფრთხო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ხოლო კითხვაზე, რატომ არის საქართველო პირველ ადგილზე მსოფლიოში სიკვდილიანობის თვალსაზრისით, ეკატერინე ტიკარაძემ ასე უპასუხა:

„ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს მოქალაქეებს, თავი აერიდებინათ მასიური ღონისძიებებისგან, 400-კაციანი ქელეხების და ქორწილებისგან, მაგრამ ეს გაფრთხილებები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ დაგვეჯერებინა, რამხელა საფრთხის წინაშე ვიდექით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG