Accessibility links

site logo site logo

გაფიცვაში მონაწილეობის შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გაათავისუფლეს


დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე, სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ის გაფიცვაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

„თათბირი იყო და არ შემიშვეს თათბირზე, გამომიტანეს განცხადება, წამიკითხეს, შენ გაგდებული ხარო“, - ეუბნება ბაღდავაძე რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: „ყველაფერს უყურებდით ტელევიზორში, ამ ყველაფრის გამო გამაგდეს. იმისთვის, რომ სამართალზე ამოვიღე ხმა“.

ირაკლი ბაღდავაძე ამბობს, რომ შიმშილობა დაიწყო.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ირაკლი ბაღდავაძე გაათავისუფლეს დასუფთავების სამსახურიდან შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

9 აგვისტოს გაფიცვა შეწყდა მას შემდეგ, რაც დასაქმებულებმა მერიისგან ხელფასის ზრდის დაპირება მიიღეს, მომავალი წლიდან.

17 აგვისტოს, ირაკლი ბაღდავაძემ „მთავარ არხთან“ ისაუბრა დასუფთავების სამსახურში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით.

„უზარმაზარი ფული იჭმევა დასუფთავებაში. მგონი, უკვე იმდენს მიაღწია, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ ექნება მაგდენი“, - ამბობდა ის. მისივე მტკიცებით, დასაქმებულთა უნიფორმებს თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის კომპანია კერავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG