Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნია ჟანგბადის მარაგზე: განგაშის საფუძველი არ არსებობს


24 აგვისტოს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორში ჟანგბადის დეფიციტი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კლინიკებში მწოლიარე 7400 პაციენტიდან დაახლოებით 70% ჟანგბადდამოკიდებულია.

მისი განცხადებით, კლინიკებთან თანამშრომლობენ ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ჟანგბადის დამატებითი მარაგების შემოტანის კუთხით და საქართველოს უკვე ეხმარება აზერბაიჯანი და თურქეთი.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ დაახლოებით 20-25 კლინიკას აქვს თავისი საკუთარი ავტონომიური ქარხანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჟანგბადის მომარაგების კუთხით არავიზე დამოკიდებულები არ არიან.

„ასე რომ, საგანგაშო მდგომარეობა არ არსებობს, მაგრამ მუშაობის რეჟიმი არის საკმაოდ დატვირთული და საჭიროა ყურადღება. ჩვენ სულ ვაფრთხილებთ კლინიკებს, რომ ჟანგბადის წყარო არ იყოს გახსნილი და ჟანგბადი არ იკარგებოდეს. კიდევ ვამბობ, განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

მისი ინფორმაციით, დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მოთავსებულია 7410 პაციენტი, მათგან 376 არის რეანიმაციაში.

მობილიზებულია 8022 საწოლი, თუმცა გრძელდება მუშაობა დამატებით საწოლების მობილიზებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG