Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების ახალი პიკია


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 79 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს პირველ 25 დღეში COVID-19-მა 1208 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოვიდინფექციის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 საათში ჩატარებული 43 653 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4128 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 5611-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

26 აგვისტოს დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • ბოლო 7 დღის - 10.51%;
  • ბოლო 14 დღის - 10.77%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 532 171 შემთხვევა. მათგან 468 917 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7028 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG