Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება


თბილისში, მეტეხის ტაძართან მიმდინარე პრეზენტაციაზე პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იქნება.

„მე, ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, - თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის. 29 მაისს, გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“.

2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციის ძალით დაშლისას გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

გიორგი გახარიამ დაასახელა პარტიის „საქართველოსთვის" მერობის კანდიდატები სხვა ქალაქებში:

  • რუსთავი - ბექა ლილუაშვილი;
  • ბათუმი - ირაკლი მიქელაძე;
  • ოზურგეთი - გია ცეცხლაძე ;
  • ლანჩხუთი - ელგუჯა კალანდარიშვილი;
  • ჩოხატაური - პაატა ბერიშვილი;
  • ქუთაისი - გიორგი გოგუაძე;
  • ხარაგაული - ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი;
  • ზესტაფონი - ლაშა ცხადაძე;
  • ბაღდათი - ლადო ვარძიელი;
  • ჭიათურა - უსუპ (უტა) ბიწაძე;
  • ტყიბული - სანდრო სახვაძე;
  • წყალტუბო - რუსუდან სილაგაძე;
  • თელავი - გიგა ორკოდაშვილი;
  • ყვარელი - გიორგი გიგილოშვილი;
  • მცხეთა - ანა ბუჩუკური;
  • თამაზ იარაჯული - თიანეთი;
  • დუშეთი - თენგიზ ჟამუტაშვილი;
  • ყაზბეგი - გიორგი გომიაშვილი;
  • რაჭა -ლეჩხუმი- ქვემო სვანეთი;
  • ამბროლაური - ფარნაოზ ბაკურაძე;
  • ონი - იმედა მეშვილდიშვილი;
  • ცაგერი - ბესარიონ ბენდელიანი;
  • ლენტეხი - ჯამლათ გვიდიანი;
  • ზუგდიდი - გეგა შენგელია;
  • აბაშა - ავთანდილ ბოკუჩავა;
  • სენაკი - გიორგი სიჭინავა;
  • მარტვილი - ლაშა ლეკიშვილი;
  • ხობი - ბადრი ჯობავა;
  • წალენჯიხა - ხვიჩა მებონია;
  • ჩხოროწყუ - შენგელი ჯიქია;
  • ფოთი - გიორგი აბსარიძე;
  • მესტია - მალხაზ უდესიანი;
  • ახალციხე - გიორგი არველაძე;
  • გორი - კონსტანტინე ანანიაშვილი;
  • ქარელი - ვახტანგ გოგიჩაშვილი;
  • კასპი - გიორგი ბესტავაშვილი;
  • ხაშური - ზვიად ტეფნაძე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG