Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს


საქართველოს ყოფილი პრემიერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი გახარია თავის კონკურენტებს დებატებში იწვევს. მან "ქართული ოცნების" კანდიდატ კახა კალაძეს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს "ფეისბუკიდან" მიმართა.

"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას" და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა!" - წერს გახარია.

გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად დგებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გამხელამდე კახა კალაძეს გააცნო.

გახარია 18 თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღარ არის. მან თანამდებობა მელიას დაპატიმრების სპეცოპერაციამდე დატოვა. გახარიამ რამდენიმე თვეში ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციის ნაწილი მას "ბიძინა ივანიშვილის პროექტად" აღიქვამს, "ქართული ოცნება" კი მიიჩნევს, რომ მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის "წისქვილზე დაასხა წყალი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG