Accessibility links

site logo site logo

სუსი ხურვალეთთან ახალი ბანერის აღმართვის შესახებ იუწყება


საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართს მიღმა უკანონოდ აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, მათ დაუყოვნებლივ გააქტიურეს „ცხელი ხაზი" და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდეს.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე", - აცხადებს სუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG