Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად წინასაარჩევნო საჩუქრებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ მაინც უნიკალურია, დაახლოებით, 7%-იანი მაინც შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა სააკაშვილმა. ეს ზოგადი შეფასება, რომ გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, არასერიოზულია, ეს უკვე მე-7 ანონსი გაკეთებული მისი მხრიდან, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერც ერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და, ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას“, - თქვა კობახიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოვა საქართველოში.

როგორც ის ამბობს, გამოაცხადებს ყველა კონკრეტული გადაადგილების, თარიღის, მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, ამას გააკეთებს სრულიად გახსნილად და შეგნებულად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG