Accessibility links

site logo site logo

მოსახლეობის 73% აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება - „ედისონ რისერჩი"


5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხება შეკითხვების ნაწილი „ედისონ რისერჩის" საზოგადებრივი აზრის გამოკვლევაში. შეკითხვაზე, „თქვენი აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თუ არა ლგბტქ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება?" შედეგები ასე გადანაწილდა:

  • 73% - კი
  • 27% - არა.

კიდევ ერთ შეკითხვაზე, „თქვენი აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია პასუხისმგებელი თბილისში 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე?" პასუხები ასეთია:

  • 41% - საქართველოს მთავრობა
  • 27% - პრაიდის ორგანიზატორები
  • 11% - ოპოზიცია
  • 9% - პრორუსული ძალები
  • 6% - მედია
  • 6% - საპატრიარქო.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა"​ ჩაატარა.

გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

5 ივლისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ „ღირსების მარში“ გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG