Accessibility links

site logo site logo

თალიბანი შეზღუდვებს აწესებს ქალებისთვის ავღანეთის უნივერსიტეტებში სწავლისას


ავღანეთში თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, აბდულ ბაყი ჰაყანი პრესკონფერენციაზე ქაბულში. 12 სექტემბერი, 2021 წელი

ავღანეთში ქალებს უფლება ექნებათ ისწავლონ უნივერსიტეტებში მხოლოდ ქალთა ჯგუფებში და ჩაცმის ისლამური წესების დაცვით. ამის თაობაზე 12 სექტემბერს განაცხადა ავღანეთის მთავრობის წევრმა, აბდულ ბაყი ჰაყანიმ, როცა თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის, მხოლოდ კაცებისგან შემდგარი კაბინეტის, ახალი პოლიტიკის შესახებ გამოაცხადა.

მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს ავღანეთს, სადაც აგვისტოში თალიბანმა კვლავ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, და აკვირდება, თუ რა ცვლილებები ექნება რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფს თავის პოლიტიკაში 1990-იან წლებთან შედარებით. იმ პერიოდში ქალებს და გოგონებს სწავლა აკრძალული ჰქონდათ და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამორიცხული იყვნენ.

თალიბანმა თვიდანვე გამოაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკის შეცვლას, სხვათა შორის, ქალების მიმართაც. ჰაყანიმ, რომელსაც განთლების სფერო ჩააბარეს, განაცხადა, რომ თალიბანს არ სურს 20 წლით უკან დაბრუნდეს.

თუმცა უნივერსიტეტებში ქალ სტუდენტებს ექნებათ შეზღუდვები ჩაცმულობის ისლამური წესის სავალდებულო დაცვის ფორმით. მას არ დაუზუსტებია, ლაპარაკია მხოლოდ ჰიჯაბზე თუ სახის მთლიანად დაფარვაზე. მისი თქმით, სხვადასხვა სქესის სტუდენტები ცალკე ჯგუფებში დაესწრებიან სემინარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG