Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამა


კონკურსი რადიო თავისუფლების სტიპენდიის მოსაპოვებლად

"რადიო თავისუფლება" იღებს განაცხადებს 2022 წლის რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამისთვის.

რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამის მიზანია, პროფესიონალურ განვითარებაში დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პერსპექტიულ ჟურნალისტებს, მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად.

პროგრამა ხელმძღვანელობს რთე/რთ-ის მისიით, უზრუნველყოს ზუსტი, თავისუფალი ჟურნალისტიკა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. პროგრამა, რომელიც უკვე მეხუთე წელია რაც ტარდება, ფინანსდება ჩეხეთში აშშ-ის საელჩოს გრანტის მეშვეობით.

პროგრამის შინაარსი

სტიპენდიატებს კონკურსის მეშვეობით შეარჩევენ აღმოსავლეთის პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან და მათ რთე/რთ-ის ადგილობრივ ბიუროებში გაანაწილებენ. ისინი ჩართული იქნებიან ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობაში, სადაც ისინი სრულ განაკვეთზე იმუშავებენ ყველა ჟურნალისტურ პლატფორმაზე და მონაწილეობას მიიღებენ სარედაქტორო დისკუსიებში რთე/რთ-ის პროფესიონალების დახმარებითა და მეთვალყურეობით. პროგრამით გათვალისწინებულია, რომ სტიპენდიატებმა გაიძლიერონ ჟურნალისტური უნარები და ცოდნა, განივითარონ სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების უნარი, განავრცონ თავიანთი პროფესიული კავშირები და გაიღრმავონ ცოდნა თავიანთ ქვეყანაში თავისუფალი პრესის როლის შესახებ.

ინგლისური ენის ცოდნა არ არის აუცილებელი.

პროგრამა 8 თვე გრძელდება, დაახლოებით 2022 წლის 3 იანვრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე. პროგრამა ითვალისწინებს პრაღაში, რთე/რთ-ის შტაბ-ბინაში სტუმრობას დამატებითი პროფესიონალური განვითარებისათვის.

მონაწილეები პროგრამის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში მიღებენ თვიურ სტიპენდიას ადგილობრივი ხელფასის შკალის მიხედვით; სამუშაო ადგილს რთე/რთ-ის შესაბამის ბიუროში; ასევე მათ გადაუხდიან პრაღაში გამგზავრებისა და საცხოვრებელი ბინის ღირებულებას. გარდა ამისა, საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნებიან ის სტიპენდიატები, რომლებსაც ადგილობრივ ბიუროში სხვა ადგილიდან ჩასვლა მოუწევთ.

სტიპენდიატების შერჩევა

სტიპენდიატები კონკურსის წესით შეირჩევიან. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთაგან სტიპენდიატების შერჩევისას მხედველობაში იქნება მიღებული: მათი კვალიფიკაცია; მათი უნარი, თუ რამდენად შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ბიუროს მუშაობაში; პროგრამის მისიისადმი ერთგულება; პროფესიული მოტივაცია და მიზნები, რომლებიც მათ სამოტივაციო წერილშია მოცემული.

გამარჯვებული სტიპენდიატები 2021 წლის 15 ნოემბერს გამოცხადდებიან.

შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hokuvovaj@rferl.org.

განაცხადის შესატანად საჭირო პირობებს აქ შეგიძლიათ გაეცნოთ (განაცხადის შესატანად დააჭირეთ ბმულს APPLY NOW).

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ოქტომბერი.

XS
SM
MD
LG