Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს


სოფელი კირბალი
სოფელი კირბალი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მცხოვრები, 60 წლის ზურაბ დოთიაშვილი.

ის სოფლის მიმდებარე ტყესთან ახლოს საქონელს მწყემსავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG