Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი


62 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი).

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

"ახლახან მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოგვწერეს ეს სამწუხარო ამბავი. მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ პატრიარქმაც არ იცისო“, - ამბობს მიტროპოლიტი დავითი.

არსებული ინფორმაციით მეუფემ სერგიმ ოპერაცია რამდენიმე კვირის წინ გაიკეთა, პოსტოპერაციულ პერიოდში კი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ნეკრესელი მიტროპოლიტი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობდა. მეუფე სერგი ნეკრესის ეპარქიას 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG