Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს


რუსთავში მცხოვრები ივანე გველესიანი, რომელიც რუსთავის მერიის ააიპ რუსთავის კორპუსიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა, ამბობს, რომ ახლა ეჭვობს, რომ ამ მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს 20 სექტემბერს დაესხნენ.

გველესიანს ჩამტვრეული აქვს სახის ძვლები და მიღებული აქვს ტვინის შერყევა. დაზარალებული ინციდენტის ადგილიდან "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. ივანე გველესიანმა რადიო თავისუფლებას ტელეფონით შეატყობინა, რომ ამჟამად მას პოლიციის თანამშრომლები ჰკითხავენ.

ივანე გველესიანის ახლო ნათესავმა, გიორგი ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ გუშინ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, როცა ის ეზოში სკამზე ჩამოჯდა სიგარეტის მოსაწევად, მოულოდნელად თავს დაესხა სპორტული აღნაგობის, კეპიანი ადამიანი.

"თავდამსხმელს რამდენჯერმე გამეტებით დაურტყამს. თვითმხილველები არ არიან, 112-ში თავად დარეკა", - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, იოსელიანს დაემუქრნენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, თუ არ შეწყვეტდა გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ აქტიურობას. თუ ვინ ემუქრებოდა კონკრეტულად, ბურჯანაძემ ვერ დაასახელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG