Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძემ დაადასტურა მასზე გაკეთებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობა


ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე გამოკითხეს, სადაც მან დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულად უთვალთვალებს და უსმენს.

საქმე ეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებს, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას ასახავს.

„დავადასტურე იმ ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ეხებოდა ისრაელის სალჩოს წარმომადგენლსა და ჩემს შორის საუბრის ჩანაწერს, როდესაც ისრაელის ელჩთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

მე გამოძიებას დავუდასტურე ჩემი არა მხოლოდ გონივრული ეჭვი, არამედ რეალურად სხვადასხვა ფაქტებით გამყარებული ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ჩემზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას“, - აღნიშნავს დეკანოიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG