Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტი ნიკოლოზი "სუს-ის ჩანაწერებზე": დუმილი ამ ყველაფერს უშველის


ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ გავრცელებულმა ჩანაწერებმა მთელი ქვეყანა მოშხამა. მან სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს უთხრა, თუ როგორ ესახება გამოსავალი.

"ეეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა. ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა - სხვა საკითხია. ეს გააკეთა ეშმაკმა. ეს არის შხამი, ნებისმიერ შხამს აქვს ანტი შხამი, გველის ნაკბენზე მოქმედებს ანტი-გიურზა, ამ შხამის საწინააღმდეგო არის დუმილი, აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან...

დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ... სამწუხაროდ, ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები, ჩემ გარშემოც შეიძლება ბევრი არის ვინმე..." - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

თითქმის ორი კვირის წინ მედიასაშუალებებს ელექტრონულ ფოსტაზე დაუდგენელმა პირმა დაუგზავნა ვებგვერდის მისამართი, სადაც ატვირთული იყო ათასობით ფაილი. ამ ფაილებში, დიდი ალბათობით, სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პარლამენტის წევრების და რიგითი მოქალაქეების საუბრებია აღბეჭდილი. მათი ავთენტიკურობა ჟურნალისტების და საჯარო პირების ნაწილმა დაადასტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG